Tuesday, November 5, 2013
დიდი ქართველები - სულხან საბა ორბელიანი
პროექტის სახელწოდება -
დიდი ქართველები - სულხან
საბა ორბელიანი
პროექტის მთავარი იდეა(თემა) - სულხან საბა ორბელიანი , როგორც დიდი
მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ისტორიული პიროვნება - მისი ღვაწლის წარმოჩენა და
გაცნობა.
პროექტის აქტუალობა - მოსწავლეებისთვის სულხან საბა ორბელიანის
შემოქმედების გაცნობა და მისი , როგორც ისტორიული პიროვნების დამსახურება
საქართველოს წინაშე.
პროექტის მიზნები - მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან სულხან საბა ორბელიანის ბიოგრაფიას,
იგავარაკებს, ლექსიკონს, მისი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს დეტალებს , მისი მოგზაურობის ამბებს ევროპაში
და წარმოადგენენ მცირე როლური თამაშის სახით., წარმოადგენენ ნახატებს, რომლებიც
ასახავენ XVII-XVIII საუკუნეების საქართველოს მძიმე მდგომარეობას , აგრეთვე საფრანგეთის ისტორიის
მოკლე მიმოხილვას და შეადარებენ ერთმანეთს, გამოიკვლევენ , გაეცნობიან და წარმოადგენენ მნიშვნელოვანი
ისტორიული პიროვნებების როლს და მათ თავდადებას საქართველოს წინაშე.
მოსწავლეთა ასაკი - 12-13 წლის მოსწავლეები ვადები
/ხანგრძლივობა - 2 კვირამოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები გამოიკვლევენ, გაეცნობიან , შეისწავლიან, სულხან
საბა ორბელიანის ცხოვრებასა და მღვაწეობას , ნაწარმოებებს, შეაფასებენ მის ღვაწლს საქართველოს
წინაშე, გამოიკვლევენ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეების მძიმე მდგომარეობას და შეაფასებენ
ისტორიულ ეპოქას, მათი ცოდნა იქნება საფუძვლიანი და გრძელვადიანი, უკეთ გაეცნობიან
ქვეყნის ისტორიას და იქნებიან მოტივირებულები , რომ უფრო ღმად შეისწავლონ ჩვენი
ქვეყნის წარსული.
პროექტის მსვლელობა - მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, ვაძლევ დავალებას მოიძიონ
ინფორმაცია, შეაგროვონ მასალები XVII-XVIII საუკუნეების საქართველოსა და საფრანგეთის
შესახებ, გადანაწილებული იქნება როლები,
ფუნქციები, დატვირთვა ყველა მოსწავლეს ექნება შესაბამისი და თანაბარი,
პროექტისათვის საჭირო რესურსები -
ინტერნეტი, პროექტორი, ფოტომასალა, შესაბამისი
ლიტერატურა, სახელმძღვანელო.
პროექტის ხელმძღვანელი ლალი წიქარიშვილი,
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment